კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 41%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 29%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.
აღნიშნული წამყვანი ბიზნეს მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე.
პოზიციის მიმოხილვა
ვიცე პრეზიდენტი, კლიენტების რეაბილიტაციის დეპარტამენტში (Corporate & Investment Banking), პასუხისმგებელია სარეაბილიტაციო და პრობლემური კორპორატიული კლიენტების პორტფელის მართვაზე, კლიენტების ფინანსური გაჯანსაღების პროცესების ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ასევე ბანკის ფინანსური ინტერესების დაცვაზე.
პოზიცია მოიცავს კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობის მართვას, ინდივიდუალურად მორგებული ფინანსური და სარეაბილიტაციო გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვას, სარეაბილიტაციო პროექტების სრულფასოვან მართვას და პორტფელის ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ საქმიანობას.
ვიცე-პრეზიდენტი უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის დირექტორს და მართავს შესაბამის გუნდს.
სამუშაოს აღწერილობა
ბიზნეს-ამოცანები
- კლიენტებთან ურთიერთობისა და მოლოდინების ეფექტიანი მართვა;
- კლიენტზე მორგებული ფინანსური და სარეაბილიტაციო გადაწყვეტილებების შემუშავება და განხორციელება;
- ფინანსური გაჯანსაღების შესაძლებლობების იდენტიფიცირება, მათ შორის:
- ფინანსური ანალიზი;
- იურიდიული ანალიზი;
- დამატებითი აქტივების ანალიზი;
- ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირება და დამფუძნებლებთან/მფლობელებთან და მენეჯმენტთან კომუნიკაცია;
- სარეაბილიტაციო კლიენტებზე ბანკის მიერ განსაზღვრული პარამეტრების მისაღწევად სამოქმედო გეგმის დასახვა, კლიენტთან და შესაბამის კომიტეტებთან შეთანხმება და შესრულების უზრუნველყოფა;
- პორტფელის ხარისხის მართვა;
- გუნდის მართვა და განვითარება;
- კორპორატიული ბიზნეს-პროცესებისა და პროდუქტების დახვეწისა და განვითარების პროექტებში მონაწილეობა.
შედეგებისა და პორტფელის მართვა
- კვარტლისა და წლის ჭრილში პორტფელის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
- დამტკიცებული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა და სისტემური კონტროლი;
- ფინანსური მაჩვენებლების შესრულების მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება;
- პორტფელის ხარისხის მუდმივი შეფასება და გაუმჯობესება.
კლიენტების მომსახურება და მონიტორინგი
- კორპორატიული კლიენტების მომსახურების ხარისხის, ეფექტიანობისა და ოპერატიულობის უზრუნველყოფა;
- კლიენტებთან რეგულარული ვიზიტების განხორციელება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
- მონიტორინგის პროცესის განსაზღვრული ვადებისა და სტანდარტების დაცვით განხორციელება;
- რისკებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, მათი მოგვარების გზების შემუშავება და აღსრულება;
- კლიენტთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება და სტრატეგიული ფინანსური მრჩევლის როლით თანამშრომლობა.
მენეჯერული ფუნქციები
- გუნდის დაკომპლექტება საჭირო კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებით;
- თანამშრომლების როლებისა და ფუნქციების მკაფიო განსაზღვრა და სამუშაოს ეფექტიანი გადანაწილება;
- გუნდის წევრების მუშაობის ხარისხის რეგულარული შეფასება და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა;
- გუნდის წევრების მხარდაჭერა მიმდინარე პროექტებსა და ყოველდღიურ საქმიანობაში;
- კორპორატიული ანალიტიკოსების ჩართულობისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა პროექტების მომზადების პროცესში;
- ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილებების მიღება და ანგარიშგება
- დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში კლიენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება;
- დელეგირების ფარგლებს მიღმა მყოფ საკითხებზე მენეჯმენტისთვის რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების მომზადება;
- კორპორატიულ კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის სრულფასოვანი აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელისა და ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება;
- განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების წარდგენა.
კვალიფიკაცია
უნარები და კომპეტენციები
პროფესიული (Hard) უნარები
- კორპორატიული კლიენტების რეაბილიტაციის, პრობლემური პორტფელისა და რისკების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ფინანსური მდგომარეობის ანალიზისა და სარეაბილიტაციო სცენარების შემუშავების უნარი;
- იურიდიული საკითხების საბაზისო გააზრება და იურიდიულ გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
- საკომიტეტო მასალების, სარეაბილიტაციო გეგმებისა და მენეჯმენტისთვის გადაწყვეტილებების მომზადების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და რთულ კლიენტურ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების გამოცდილება;
- ბანკის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და საკრედიტო/სარეაბილიტაციო ჩარჩოების პრაქტიკული გამოყენების უნარი.
მენეჯერული და ქცევითი (Soft) კომპეტენციები
- სტრატეგიული აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობისა და ზეწოლის პირობებში ეფექტიანი მუშაობის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და გავლენის მოხდენის უნარი კლიენტებთან, მენეჯმენტთან და შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან;
- ლიდერობა, გუნდის მოტივაცია და განვითარების მხარდაჭერა;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და პრაქტიკული გადაწყვეტების შეთავაზების უნარი;
- დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების მზაობა;
- დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანი მართვის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების შესაბამის მიმართულებით (MBA ჩაითვლება უპირატესობად; CFA ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) სრულყოფილი ცოდნა;
- ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციური გადანაწილების ცოდნა;
- საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
- საბანკო პროდუქტების, პროცესების, ტარიფებისა და კონკურენტული უპირატესობების ცოდნა;
- ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სისტემების გამოყენების გამოცდილება;
- ბანკში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.